Saturday, May 14, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია.

   მეცხრე დღე ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი აღმოჩნდა. ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრების დრაივზე ატვირთვა და ბლოგზე გადატანა.ასევე ბლოგზე ლინკის მიბმა. ნამუშევრების გამოქვეყნება,გასაჯაროება.
   პროექტებით სწავლების ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანია.სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო აღნიშნული ტრენინგი.ეს ტრენინგი ჩვენ დაგვეხმარება,თუ როგორ ვასწავლოთ პროექტებით მომავალში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.


      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნანას, ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

ჩემი პორტფოლიო

მეცხრე სანუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე და ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო

Sunday, May 8, 2016

მე-6 მე7 მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები.თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში.რა იწვევს დიფერენცირებას მოსწავლეებში,როგორ შევარჩიოთ სირთულის დონე სწორად.
რესურსებიდან გავეცანით მოსწავლეებისათვის მეტად მნიშვნელოვან და დამხმარე ფორმებს.გადავწყვიტეთ რომელი ტიპის რესურსები შეურჩიოთ ჩვენს მოსწავლეებს.

.ასევე გავეცანით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეფექტური სწავლებისათვის კითხვების დასმა.
მასწავლებლის ქცევა,საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.

მე-4,მე-5 მოდულის რეფლექსია

 ამ მოდულში ვისწავლეთ ,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენი პროექტის მომზადებაში,როგორ მოვახდინოთ მოსწავლეებში ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენება.გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს;პრეზენტაცია,ბუკლეტი,ბლოგი, და სხვა.თუ როგორ გააკეთონ მოსწავლეებმა გამოფენა,კვლევის ანგარიში.დავიწყეთ powerpoint-ში პრეზენტაციის მომზადედა.გავაკეთეთ ქარგა რის მიხედვითაც დავგეგმეთ მოსწავლეთა ნაშრომი.ვნახეთ პროექტების ნიმუშები და დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდონასრომების გაკეთება.სავარაუდო ნასრომების პრეზენტაციები,გავაკეთეთ უკუკავშირი.შევფმენით შეფასების სქემები.





დიდი მადლობა ქალბატონ ნანას გაწეული მუშაობისათვის!